ექსკლუზივი: გიორგი გახარია თბილისის მერობის კანდიდატი იქნება



ექსკლუზივი: გიორგი გახარია თბილისის მერობის კანდიდატი იქნება

გიორგი გახარია თბილისის მერობის კანდიდატი იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია "TV მონიტორინგისთვის" ექსკლუზიურად გახდა ცნობილი. პარტია ,,საქართველოსთვის" თვითმმართველობის არჩევნებში დასახელებულ კანდიდატებს ხვალ ოფიციალურად წარადგენს. 

არსებული ინფორმაციით, სწორედ ხვალ გახდება ცნობილი, მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატების ვინაობაც. ჩვენი ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის გულის მოგებას, ყოფილი პოლიციელი, კონსტანტინე ანანიაშვილი შეეცდება, მას გორის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად გახარია დაასახელებს. ჩვენს მიერ მოპოვებულ ინფორმაციას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ პარტიაში.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ