პრემიები პრობლემების მოგვარების ნაცვლად - მძიმე ვითარება კომბინატის დასახლებაში



პრემიები პრობლემების მოგვარების ნაცვლად - მძიმე ვითარება კომბინატის დასახლებაში

მაშინ, როცა გორის მუნიციპალიტეტში უამრავი პრობლემაა მოსაგვარებელი, მერიამ ბიუჯეტიდან ფული დაზოგა და პრემიები გასცა. გაჭირვებული ხალხის ფული მათ საჭიროებებს არ მოხმარდა და ახლა ისინი სხვადასხვა პრობლემის წინაშე დგანან. ამის ერთ-ერთი მაგალითია კომბინატის დასახლებაში მდებარე თარხნიშვილის ქუჩა. სადაც თვეებია გახეთქილია კანალიზაციის მილი და ფეკალური მასები პირდაპირ ქუჩაში იღვრება. სწორედ ამ გზის გავლა უწევთ ბავშვებს მეათე სკოლაში მისასვლელად.  ტერიტორიაზე გუბე დგას, რომელიც გაიყინა და გადაადგილება შეუძლებელია. დღეს კი მოყინულ ადგილას ავტომობილი მოცურდა და ბავშვს დაეჯახა.

“მოცურდა ყინულზე მანქანა და დაეჯახა ბავშვს. მშობელთან ერთად იყო და წაიყვანა ბავშვი. კანალიზაცია მოდის მთელ გზაზე მდინარესავით. ყურადღებას არავინ აქცევს“. – ამბობს ირმა ამბარდნიშვილი. 

გორის მუნიციპალიტეტის მერიის მუშაობით უკმაყოფილოა ოპოზიციაც. ისინი ამბობენ, რომ ხინჩეგაშვილის უწყებაში ხალხის პრობლემების მოგვარებას ურჩევნიათ ფული დაზოგონ და შემდეგ პრემიები დაირიგონ.

,,მერიის მუშაობა სად გაგონილა. ყველაფერი თავზე ემხობათ და ბიუჯეტიდან საკუთარი კომფორტისთვის თანხებს ზოგავენ, რადგან ბოლოს პრემიები გამოიწერონ. სამარცხვინო საქციელია ეს. ხალხის ფული მათივე საჭიროებებს უნდა მოხმარდეს“ - აცხადებენ ოპოზიციურ პარტიებში.

ცნობისთვის, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ წლის ბოლოს 2022 წლის ბიუჯეტიდან თანამშრომლებს პრემიები დაურიგა. უწყებამ განმარტა, რომ ფული მორჩათ და ამის საშუალება ბიუჯეტმა მისცა. პრემიები დარიგდა გორის მერიის საბიუჯეტო ორგანიზაციებში. ჯამში, გაცემულმა თანხამ მილიონ ლარს გადააჭარბა.

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ