Apple-ი დასაკეც სმარტფონზე მუშაობს

BOG


Apple-ი დასაკეც სმარტფონზე მუშაობს

კომპანია Apple-ი დასაკეც სმარტფონზე iPhone Fold-ზე მუშაობს, - ინფორმაციას Hypebeast-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ კომპანია დასაკეცი მოწყობილობების ბაზარზე ოფიციალურად შესვლას 2026 წლის ბოლოს ან 2027 წლის დასაწყისში გეგმავს.

ხმების თანახმად, ახალ სმარტფონს წიგნის ფორმა ექნება. გაშლილ მდგომარეობაში დისპლეის დიაგონალი დაახლოებით 19,8 სმ იქნება, ხოლო გარე ეკრანი 14 სმ. მოწყობილობა ტიტანის შენადნობის კორპუსით აღიჭურვება.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ Apple-ი უარს იტყვის Face ID-ზე და მას გვერდითა ღილაკში ჩაშენებული Touch ID-ით ჩაანაცვლებს. მოწყობილობის სავარაუდო ღირებულება 2 000-დან 2 500 დოლარამდე იქნება.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ