ამოღებულია "ბუპრენორფინის" შემცველი აბები - პოლიციამ გამშვებ პუნქტ "სარფის" ტერიტორიაზე 1 პირი დააკავა

BOG


ამოღებულია "ბუპრენორფინის" შემცველი აბები - პოლიციამ გამშვებ პუნქტ "სარფის" ტერიტორიაზე 1 პირი დააკავა

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა.

რალდებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება "ბუპრენორფინის" შემცველი აბები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.

პოლიციამ სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „სარფის" ტერიტორიაზე, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1987 წელს დაბადებული რ.ა. დააკავა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი აბები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს," - წერია განცხადებაში.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ