მსხვერპლით დასრულდა ავარია აგარასთან



მსხვერპლით დასრულდა ავარია აგარასთან

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გამთენიისას, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე. დაბა აგარასთან „მერსედესის,, მარკის ავტომობილი, რომელსაც მამაკაცი მართავდა, მოძრაობისას შეეჯახა რკინის დამცავ ჯებირს, რის შემდეგაც გადავარდა დაბლობში. აღნიშნული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ავტომობილის მძღოლი დავით გელბახიანი. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ