კასპში, საპატრულო პოლიციის მანქანა ,,დრიფტის“ დროს ავარიაში მოჰყვა - შსს-ში დეტალებს არ აკონკრეტებენ



კასპში, საპატრულო პოლიციის მანქანა ,,დრიფტის“ დროს ავარიაში მოჰყვა - შსს-ში დეტალებს არ აკონკრეტებენ

საპატრულო პოლიციის მანქანა ,,დრიფტის“ დროს ავარიაში მოჰყვა. ,,ტვ მონიტორინგის“ ინფორმაციით, შემთხვევა, კასპშის მუნიციპალიტეტში მოხდა. თვითმხილველების  ინფორმაციით, ავტომობილი, რომელიც პოლიციის ეკიპაჟის ავტომობილს ეჯიბრებოდა, მოცურდა და ოპერატიულ მანქანას შეეჯახა. ფაქტის  დამალვა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სცადეს,  თუმცა ჟურნალისტებმა დამტვრეული ავტომობილის კადრების გადაღება მაინც შეძლეს. შსს-ში დეტალებს არ აკონკრეტებენ, უცნობია მუხლიც, რომლითაც გომელაურის უწყებამ გამოძიება დაიწყო.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ