,,ბაზრად აქციეთ საკრებულო“ - გორის საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართვა მოქალაქეებს



,,ბაზრად აქციეთ საკრებულო“ - გორის საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართვა მოქალაქეებს

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ანო ბალიაშვილი საკრებულოს სხდომაზე მომხდარზე იუწყება:

,,ბოლო 1 წელიწადში პირველი შემთხვევაა,რომ მოსახლეობა საკრებულოში მოვიდა ქუჩის პრობლემებზე სასაუბროდ. სიტყვის თქმის საშუალება ხომ ძლივს მიეცათ და ბოლოს საკრებულოს თავმჯდომარის დატუქსვაც მიიღეს - ბაზრად აქციეთ საკრებულოო. რომელ თვითმმართველობაზე და მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდაზეა საუბარი,როდესაც სიტყვის თქმის და სკამზე დაჯდომის საშუალება ძლივს მიეცათ მოქალაქეებს.“- წერს ბალიაშვილი.

ინფორმაციისთვის, დღეს გორში საკრებულოს რიგითი სხდომა იმართება.  სხდომაზე დასასწრებად მოქალაქეები მივიდნენ და საკუთარი მოსაზრება დააფიქსირეს, იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც რუსთაველის ქუჩაზე ცალმხრივი მოძრაობის დაწესებას გულისხმობდა. მოსახლეობას არ სურს აღნიშნული და ითხოვეს, რომ  ამ კუთხით მათი პოზიცია გაეთვალისწინებინათ. 

აღნიშნულმა საკითხმა დღეს დეპუტატების მხარდაჭერა ვერ მოიპოვა და  ჩავარდა.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ