გიორგი ხოჯევანიშვილი ოთარ შამუგიას - მოგიწოდებთ, პირად კონტროლზე აიყვანოთ კასპში საწარმოების მუშაობის პროცესი, რადგან ეკოლოგიური მდგომარეობა გართულებულია



გიორგი ხოჯევანიშვილი ოთარ შამუგიას - მოგიწოდებთ, პირად კონტროლზე აიყვანოთ კასპში საწარმოების მუშაობის პროცესი, რადგან ეკოლოგიური მდგომარეობა გართულებულია

მოგიწოდებთ, პირად კონტროლზე აიყვანოთ კასპში საწარმოების მუშაობის პროცესი, რადგან ეკოლოგიური მდგომარეობა გართულებულია, საწარმოები ყველანაირ წესებს არღვევენ, - ამ სიტყვებით პარტიასაქართველოსთვის" წევრმა არლამენტში, "მინისტრის საათისფორმატში მყოფ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ოთარ შამუგიას მიმართა.

ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, კასპში ცემენტის ქარხნების რაოდენობა გაიზარდა, საწარმოები მუშაობის წესებს არღვევენ, რაც ეკოლოგიურ მდგომარეობაზე მოქმედებს. დეპუტატმა მინისტრს მოუწოდა, პირად კონტროლზე აიყვანოს და შეისწავლოს იქ არსებული მდგომარეობა.

კასპთან დაკავშირებული მეტად პრობლემური საკითხი კასპის მუნიციპალიტეტში ცემენტის ქარხნების მომრავლებული რაოდენობაა. ბუნებრივია, ეს კარგია ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით, მაგრამ ნამდვილად არის ეს ის საკითხი, რომელიც თქვენ პირად კონტროლზე უნდა აიყვანოთ, რადგან ეკოლოგიური მდგომარეობა უაღრესად გართულებულია, ეს საწარმოები უკვე ყველანაირ წესებს არღვევენ, ამიტომ მე გთავაზობთ, პირადი ჩართულობით შეგვიძლია ერთობლივად მოვახდინოთ მონიტორინგი. რა თქმა უნდა, მონიტორინგის სამსახურებთან მე პერიოდულად კომუნიკაცია მქონდა, თქვენი უწყების ქვეშ არსებულ სამსახურებს ვგულისხმობ, მაგრამ პირდაპირ გეტყვით, რომ რაიმე შედეგის მომტანი არ იყო აღნიშნული საქმიანობა. კიდევ ერთი კონკრეტული დეტალი, რომელიც ამას უკავშირდება, გახლავთ გადამზიდი მანქანები, რომლებიც დაბინძურებულია და მათ გადაადგილებას მთლიანად მუნიციპალიტეტის დაბინძურება მოჰყვება, რაც საზოგადოებაში დიდ უკმაყოფილებას იწვევს. ამიტომ, ერთის მხრივ გთხოვთ და მოგიწოდებთ, რომ თქვენ გაამკაცროთ კონტროლი აღნიშნულ საწარმოებთან მიმართებაში და მეორეს მხრივ, მზაობას გიფიქსირებთ ერთობლივი ძალისხმევით მოვახდინოთ ამ პრობლემების შემცირება“, - აცხადებს ხოჯევანიშვილი

ის ასევე დაინტერესდა დაცული ტერიტორიების გაფართოების საკითხით, რომელიც ატენის და რკონის ხეობების გაერთიანებულ, დაცულ ტერიტორიას ეხება.

თქვენ მოხსენებაში ძალიან მოკლედ ახსენეთ დაცული ტერიტორიების გაფართოების საკითხი და თუ შეიძლება, რომ უფრო კონკრეტულად გვითხრათ, რა ეტაპზეა ეს საკითხი, ვგულისხმობ ატენის და რკონის ხეობების გაერთიანებულ, დაცულ ტერიტორიას, რომელიც საბოლოო ჯამში ალბათ, უნდა გადაებას ალგეთის დაცულ ტერიტორიას. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. გიდასტურებთ, იმას რომ პირადად ვიყავი ამ პროექტის იდეის ჩამოყალიბებასა და მოსახლეობასთან კომუნიკაციის პერიოდშიც ჩართული. რეგიონში დიდი მოლოდინებია და რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია ამ პროექტის დროულად დაწყება. პირველ რიგში, დამატებითი სამუშაო ადგილებია და რა თქმა უნდა დამატებითი შესაძლებლობებია რეგიონში. მაინტერესებს იმ ფორმატის და იმ მასშტაბის გაფართოება, როგორც იყო დაგეგმილი, ძალაში თუ რჩება?" -თქვა მან

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ