გორში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა

BOG


გორში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა

უბედური შემთხვევა მოხდა გორში.  მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა.  58 კაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს გარდაცვლილი დახვდა. ის ქალაქის ცენტრში არსებული მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობაზე იყო დასაქმებული. სავარაუდოდ, გარდაცვლილი ლიფტის შახტაში ჩავარდა და თავის ტრავმა მიიღო. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ