ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - ეროვნულ გამოცდებზე 3 საგნის ფორმატში ცვლილებები შედის



ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის -  ეროვნულ გამოცდებზე 3 საგნის ფორმატში ცვლილებები შედის

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის  წელს 3 საგანში ცვლილება შედის.

სოფიო გორგოძის განცხადებით, ცვლილებები ისტორიის, უცხო ენისა და მათემატიკის გამოცდებს შეეხება.

წელს ფორმატის მცირედი ცვლილება არის მხოლოდ 3 საგანში, ეს გახლავთ ისტორიაში, უცხო ენასა და მათემატიკაში. ფორმატის მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის, მაგრამ აბიტურიენტებისთვის ალბათ, მნიშვნელოვანია, რომ გაეცნონ. საგამოცდო დრო არ შეცვლილა", - განაცხადა გორგოძემ.

მისივე თქმით, რაჭაში, კერძოდ, ამბროლაურში წელს ახალი საგამოცდო ცენტრი გაიხსნა.

სოფიო გორგოძის განცხადებით, წელს 27 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება.

2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაცია კი 2 მარტს, 10:00 საათზე დაიწყება და 3 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ