უმძიმესი ფაქტი შიდა ქართლში - მე-9 კლასელ გოგონას სავარაუდოდ, თანაკლასელებმა ჯერ მარიხუანა იძულებით მოაწევინეს, შემდეგ კი მასზე სექსუალურად იძალადეს
დაუდასტურებელი ინფორმაციით, მე-9 კლასის მოსწავლეს, რამდენიმე ბიჭმა გაზიან სასმელში ნარკოტიკული საშუალება ჩაუყარა, რის შემდეგაც გოგონამ გონება დაკარგა, ამის შემდეგ კი ის გააშიშვლეს და ფოტოები გადაუღეს, რითიც შემდგომში დააშანტაჟეს რომ გაუვრცელებდნენ. შემზარავი დანაშაულის შესახებ პირველმა მანდატურმა შეიტყო და მომხდარის შესახებ შესაბამის სამსახურებს აცნობა. სავარაუდო დამნაშავის დედა ირწმუნება, რომ მომხდარის შესახებ არაფერი იცის და მას ვიდეოჩანაწერი არ აჩვენეს. დაზარალებული გოგონა ამ დროისათვსი თავშეფსარშია გადაყვანილი და მასთან ფსიქოლოგები მუშაობენ. ჰქონდა თუ არა ადგილი კიდევ სექსუალურ ძალადობას, ეს ექსპერტიზის პასუხით გახდება ცნობილი. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, შიდა ქართლის რეგიონის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მოხდა.