გორში დაჭრილი ვანო ღვინიაშვილის მდგომარეობა მძიმეა - ექიმის კომენტარი



გორში დაჭრილი ვანო ღვინიაშვილის მდგომარეობა მძიმეა - ექიმის კომენტარი

გორში დაჭრილი ახალგაზრდის მდგომარეობა კრიტიკული რჩება. ექიმების შეფასებით,  დაჭრილი ვანო ღვინიასვილი რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს მკურნალობას და ჩაუტარდა რამდენიმე ოპერაცია.

"შემოვიდა მრავლობითი ცეცხლსასროლი ჭრილობებით, გულ-მკერდსა და მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობით. ჩატარდა ურთულესი, ხანგრძლივი ოპერაციები. მძიმე მდგომარეობით გადმოიყვანეს რეანიმაციაში. ამ ეტაპისთვის მდგომარეობა რჩება კრიტიკულად მძიმე. პაციენტს უტარდება ინტენსიური თერაპია," - განაცხადა ექიმმა. 

ცნობისთვის, გუშინ მომხდარი დაპირისპირების შედეგად მოკლულია 33 წლის ირაკლი კობერიძე. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, კობერიძე და ღვინიაშვილი ავტოხელოსნისგან უფასო მომსახურების მიღებას, კერძოდ, მანქანის შეღებვას ითხოვდნენ. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, ხელოსანმა კი პასუხად ამჯერად მათ ცეცხლი გაუხსნა.  ცეცლხსასროლი იარაღიდან 25-მდე გასროლის შედეგად მანქანაში ჩაცხრილეს ირაკლი კობერიძე, მასთან ერთად მყოფი ვანო ღვინიაშვილი კი დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ გორში მომხდარი დაპირისპირების გამო ერთი პირი დააკავეს. ხელოსანი ბრალის წარდგენას ელოდება. გამოძიება მომხდარზე განზრახ მკვლელობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის მიმდინარეობს. 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ