კელი დეგნანის თქმით, ყველამ იცის, ვინ აფინანსებს იმ ჯგუფებს, რომლებიც ქვეყანაში ძალადობასა და არეულობას იწვევენ



კელი დეგნანის თქმით, ყველამ იცის, ვინ აფინანსებს იმ  ჯგუფებს, რომლებიც ქვეყანაში ძალადობასა და არეულობას იწვევენ

აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის თქმით, ყველამ იცის, ვინ აფინანსებს იმ  ჯგუფებს, რომლებიც ქვეყანაში ძალადობასა და არეულობას იწვევენ. ამით მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას ლევან ვასაძის განცხადებას,  რომლითაც მან დესტაბილიზაციის გამოწვევის მცდელობაში აშშ-სა და ევროკავშირის ელჩები დაადანაშაულა.

"ყველამ კარგად იცის, ვინ აფინანსებს კრემლის დეზინფოირმაციას რომელიც მიმართულია ძალადობის, არასტაბილურობისა და არეულობის გამოწვევისკენ. ქართველები გონიერი ხალხია და კარგად ხვდებიან ამას", - თქვა დეგნანმა.

მან, ასევე 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე განაცხადა, რომ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს მშვიდობიანი გარემო ადამიანებისთვის, რაც "სამწუხაროდ, ვერ დავინახეთ".

"ხელისუფლების პასუხისმგებლობაა გამოხატონ კონსტიტუციური უფლებები, მათ შორის, შეკრების და გამოხატვის თავისუფლება, ჟურნალისტების საქმიანობის განხორციელების უფლება მშვიდობიან გარემოში. სამწუხაროდ, 5-6 ივლისს ვერ დავინახეთ ეს თუმცა იმედი ამქვს, მომავალში იქნება მეტად დაფასდება რამდენად ღირებულია ეს უფლებები", - თქვა მან.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ