"ეკლესიის მაგინებელი ჯაშუშები" - გორში ახალი პლაკატები გააკრეს



"ეკლესიის მაგინებელი ჯაშუშები" - გორში ახალი პლაკატები გააკრეს

გორში, რამდენიმე უბანში დილიდან გამოჩნდა ახალი პლაკატები, რომლებზეც ოპოზიციური პარტიების ლიდერები, სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები არიან გამოსახულები. პლაკატს აწერია "უსამშობლო მოღალატეები"; "ეკლესიის მაგინებელი ჯაშუშები". პლაკატზე გამოსახულია ყოფილი ომბუდსმენი ნინო ლომჯარია, სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე. დეპუტატები თამარ კორძაია, ხათუნა სამნიძე, "ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერიაასევე აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილიფილოლოგი ლევან ბერძენიშვილიაღსანიშნავია, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პირი "რუსულ კანონს" ეწინააღმდეგება, რომლის განხილვაც აქტიურად მიმდინარეობს.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ