,,დანა დააძრეს და საქმე გვირჩიეს,, - ნახეთ, რა მოხდა გორის ავტობუსში
გორის მუნიციპალური ტრანსპორტის კონტროლიორი ყვება ამბავს, რომელიც თავს გადახდა. ახალგაზრდა გოგო ტელეფონზე საუბრისას ამბობდა, რომ ავტიბუსის ერთ-ერთ გაჩერებაზე ახალგაზრდა მამაკაცები ავიდნენ, რომლებიც ტრანსპორტში უშვერი სიტყვებით საუბრობდნენ, რა დროსაც მან მძღოლს ავტობუსი გააჩერებინა და მათ ტრანსპორტის დატოვება მოსთხოვა. როგორც კონტროლიორი განმარტავს, ამ დროს ახალგაზრდა ბიჭებმა წინააღმდეგობა გაუწიეს და კონფლიქტში ერთ-ერთი მგზავრიც ჩაერთო. როგორც ის ყვება, სწორედ ამ დროს დანის გამოყენებით შეეცადნენ წინააღმდეგობის გაწევას, თუმცა შელაპარაკება დიდ კონფლიქტში არ გადაზრდილა და მგზავრების მოთხოვნით ისინი იძულებულები გახდნენ ავტობუსი დაეტოვებინათ.
,,გაჩერებაზე ამოვიდა ორი ბიჭი, რომლებიც ცუდი სიტყვებით საუბრობდნენ და მძოლს ვთხოვე ავტობუსი გაეჩერებინა და იქამდე არ დაეძრა ვიდრე ეს ბიჭები ტრანსპორტს არ დატოვებდნენ. მე მოვთხოვე ჩასულიყვნენ და წინააღმდეგობა გამიწიეს. ამ კონფლიქტში ჩაერთო კიდევ ერთი მგზავრი და ამ დროს დააძრეს დანა და ასე გვირჩიეს საქმეები. ბოლოს მაინც დავატოვებინეთ ავტობუსი. ძალიან თავხედები იყვნენ. როგორც შევატყვე არასრულწლოვნები იყვნენ. პოლიციას არ შევატყობინე, მაგრამ ვიდეოს გადაღება მოვასწარი“ - უთხრა ორ ნომეზე მომუშავე კონტროლიორმა მეგობარს, რომელსაც ტელეფონით ესაუბრებოდა.
კონტროლიორის ნათქვამი ტრანსპორტის სააგენტოში გადავამოწმეთ, სადაც გვითხრეს, რომ საკითხს მოიკითხავენ და შესაბამის რეაგირებას მოახდენენ.