ომის განმავლობაში უკრაინაში 15 ათასი წყვილი დაქორწინდა და 15300 ბავშვი დაიბადა



ომის განმავლობაში უკრაინაში 15 ათასი წყვილი დაქორწინდა და 15300 ბავშვი დაიბადა

ომის მიუხედავად, უკრაინელები აგრძელებენ ახალი ოჯახების შექმნას - რუსეთის შემოჭრის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში 15000-ზე მეტი წყვილი დაქორწინდა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

15443 შეყვარებული წყვილი ერთ თვეში დაქორწინდა, როცა უკრაინა ომშია. ჩვენ გვჯერა, რომ გულწრფელ სიყვარულს ვერ დაახრჩობ აფეთქებებით, არ დაიწვება ცეცხლში, ვერ გაასწორებს მიწასთან მძიმე არტილერია და ომი - აცხადებენ დეპარტამენტში.

იუსტიციის სამინისტრომ ასევე გაავრცელა ფოტოები ქორწილიდან. სადაც ჩანს, რომ უკრაინელები ახალ ოჯახებს ქმნიან მდიდრული თეთრი კაბებისა და კოსტიუმების გარეშე, სამხედრო ფორმით, ან სამოქალაქო ტანსაცმლით. საქორწილო ცერემონიები იმართება დიდი რაოდენობით სტუმრებისა და ზეიმების გარეშე.
გარდა ამისა, უკრაინის იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, ომის დაწყებიდან, 24 თებერვლიდან მოყოლებული,  ქვეყანაში 15300 ბავშვი დაიბადა.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ