პროტესტის შემდეგ, "ქართულმა ოცნებამ" პარლამენტიდან რუსული კანონპროექტი გაიწვია



პროტესტის შემდეგ, "ქართულმა ოცნებამ" პარლამენტიდან რუსული კანონპროექტი გაიწვია

"ქართული ოცნებისპოლიტიკური საბჭო, "ხალხის ძალადა საპარლამენტო უმრავლესობა ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

განცხადებაში ნათქვამია, რომ მიიღეს გადაწყვეტილება "უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე" გაიწვიონ მათ მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი

ერთობლივ განცხადებაში წერია, რომ "რადიკალურმა ძალებმა" შეძელს "ახალგაზრდების ნაწილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში ჩაეთრიათ".  საპარლამენტო უმრავლესობა ამბობს, რომ ემოციური ფონის ჩაცხრომასთან ერთად, საზოგადოებას უკეთ განუმარტავენ, თუ რას ემსახურებოდა კანონპროექტი.

ასევე, განცხადებაში წერია, რომ დაიწყებენ შეხვედრებს მოსახლეობასთან და ფართო საზოგადოებას გააგებინებენ "სიმართლესსაკითხის თითოეულ დეტალთან დაკავშირებით.

"ვხედავთ, რომ მიღებულმა კანონპროექტმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. სიცრუის მანქანამ შეძლო კანონპროექტის უარყოფითად წარმოჩენა და საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეცდომაში შეიყვანა. კანონპროექტს მიაკერესრუსული კანონისყალბი იარლიყი, ხოლო მისი პირველი მოსმენით მიღება საზოგადოების ნაწილის თვალში ევროპული კურსიდან გადახვევად წარმოაჩინეს.

გარდა ამისა, რადიკალურმა ძალებმა შეძლეს ახალგაზრდების ნაწილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში ჩაეთრიათ. მადლობა გმირ სამართალდამცავებს, რომლებმაც ძალადობას მოთმინებითა და უმაღლესი სტანდარტით უპასუხეს.

ჩვენ ყველაზე მეტად უნდა გავუფრთხილდეთ მშვიდობას, სიმშვიდესა და ეკონომიკურ განვითარებას ჩვენს ქვეყანაში, ისევე, როგორც საქართველოს წინსვლას ევროპული ინტეგრაციის გზაზე. შესაბამისად, აუცილებელია, თითოეული ჩვენი თანამოქალაქის ენერგია არა დაპირისპირებაზე, არამედ ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებაზე დაიხარჯოს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, როგორც საზოგადოების თითოეული წევრის წინაშე პასუხისმგებელმა მმართველმა ძალამ, მივიღეთ გადაწყვეტილება, უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გავიწვიოთ ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი.

ემოციური ფონის ჩაცხრომასთან ერთად, საზოგადოებას უკეთ განვუმარტავთ, თუ რას ემსახურებოდა კანონპროექტი და რატომ იყო მნიშვნელოვანი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში. ამისათვის, დავიწყებთ შეხვედრებს მოსახლეობასთან და ფართო საზოგადოებას გავაგებინებთ სიმართლეს საკითხის თითოეულ დეტალთან დაკავშირებით.

ჩვენ ვმოქმედებთ იმ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით, რომელიც, როგორც მმართველ ძალას, საზოგადოების თითოეული წევრის წინაშე გვაკისრია.

საქართველო შეინარჩუნებს მშვიდობასა და სტაბილურობას და განაგრძობს სვლას ღირსებით ევროპისკენ, რაც ქართული საზოგადოების პრინციპული არჩევანია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ