ევროკავშირის წარმომადგენლობა: მივესალმებით მმართველი პარტიის განცხადებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის შესახებ



ევროკავშირის წარმომადგენლობა: მივესალმებით მმართველი პარტიის განცხადებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის შესახებ

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა მიესალმებაქართული ოცნებისგანცხადებასუცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებკანონპროექტის გაწვევის შესახებ და მოუწოდებს საქართველოს ყველა პოლიტიკურ ლიდერს, ინკლუზიური და კონსტრუქციული გზით განაახლონ პროევროპული რეფორმები 12 პრიორიტეტის შესაბამისად საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღწევის მიზნით. ამის შესახებ დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მივესალმებით მმართველი პარტიის განცხადებასუცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებკანონპროექტის გაწვევის შესახებ. მოვუწოდებთ საქართველოს ყველა პოლიტიკურ ლიდერს, ინკლუზიური და კონსტრუქციული გზით განაახლონ პროევროპული რეფორმები 12 პრიორიტეტის შესაბამისად საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღწევის მიზნით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ქართული ოცნებისპოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისადა საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებკანონპროექტი გაწვეულიაუპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე“.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ