ირაკლი ღარიბაშვილი ძალადობას გმობს და ამბობს, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმა მისთვის მიუღებელია



ირაკლი ღარიბაშვილი ძალადობას გმობს და ამბობს, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმა მისთვის მიუღებელია

ყოვლად მიუღებელია ის ძალადობა, რაც გუშინ ვიხილეთ. მინდა ეს ფაქტი საჯაროდ დავგმო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „პრაიდის“ მოწინააღმდეგეების მიერ მედიის წარმომადგენლების ცემისა და მათზე თავდასხმის ფაქტებს გამოეხმაურა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ყველა პირის იდენტიფიცირება მოხდება და ძალადობის ჩამდენი დაისჯება.

„კატეგორიულად მიუღებელია ის, რაც მოხდა. ჟურნალისტებზე ძალადობა არის მიუღებელი და დასაგმობი. პოლიცია მუშაობს აქტიურად. დილით დააკავეს სამი პირი. გუშინაც რამდენიმე პირი დააკავეს ადმინისტრაციული წესით. ყველა პირის იდენტიფიცირება მოხდება და დაისჯება ყველა, ვინც ეს ძალადობა ჩაიდინა“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ