ახალი დეტალები გორში, პოლიციელზე თავდასხმის საქმეზე - ნახეთ ბრალდებულის და დაშავებულის ვინაობა
პოლიციელზე თავდასხმის გამო 20 წლის საბა ყანჩაველი დააკავეს. შემთხვევა გუშინ, საღამოს საათებში, გორში, სტალინის სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, პოლიციელზე თავდამსხმელი წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. ნაცემი პოლიციელი კი ვახტანგ მღებრიშვილია.
"გამოძიება დაწყებულია 353 პრიმა პოლიციელზე თავდასხმის მუხლის საქმეში არ ფიგურირებს არავითარი ბლაგვი საგანი. თავდასხმა მოხდა წამიერად, რომელსაც არ უძღოდა არავითარი სახის კონფლიქტი, არანაირი კომუნიკაცია პატრულის თანამშრომელთან. [...] მათ ნაცნობობაც არ ჰქონიათ, არავითარი კომუნიკაცია არ მომხდარა ამ ორ ადამიანს შორის",- აცხადებს ადვოკატი თამარ თედლიაშვილი.