მოზარდზე ძალადობის ბრალდებით შუახნის მამაკაცი დააკავეს შიდა ქართლში



მოზარდზე ძალადობის ბრალდებით შუახნის მამაკაცი დააკავეს შიდა ქართლში

მოზარდზე სავარაუდო ძალადობის ბრალდებით პოლიციამ შუახნის მამაკაცი ქარელის მუნიციპალიტეტში დააკავა. ძალადობის მსხვერპლი 15 წლის გოგონაა, რომელთანაც ფსიქოლოგები უკვე მუშაოებენ. ფაქტზე დაკავებულია 63 წლის მამაკაცი, რომელიც ხაშურის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. შემთხვევა ქარელის მუნიციპალიტეტის ერთერთ სოფელში მოხდა.

საქმეზე გამოძიება სამართალდამცავებმა სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით დაიწყეს, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.

დამატებით დეტალებს tvmonitoringi.ge ამ წუთებში არკვევს და მოგვიანებით შემოგთავაზებთ. 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ