კასპელი ახალგაზრდა მამაკაცი თბილისში მოკლეს

BOG


კასპელი ახალგაზრდა მამაკაცი თბილისში მოკლეს

მოკლული 45 წლამდე გიორგი ბასიაშვილია, რომელიც წლების განმავლობასი თბილისში ერთ-ერთ ტკბილეულის ქარხანაში მუშაობდა. ახალგაზრდა კაცს სასიკვდილო ჭრილობები დაცვის თანამშრომელმა მიაყენა. მას ჯერ თავში რამდენჯერმე ჩაქუჩი ჩაარტყა, შემდეგ კი ყელი გამოჭრა.  ცხედარი მშობლიურ ქალაქს კასპში უკვე გადაასვენეს. გარდაცვლილის ოჯახის წევრები მედიასთან არ საუბრობენ. მოკლული კასპში სამ მცირეწლოვანათან და ცოლთან ერთად ცხოვრობდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ ბრალდებული უკვე დაკავებულია.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ