დაბინძურებული სურამულას სანაპირო - ხაშურელები მუდმივ პრობლემაზე საუბრობენ და გადაჭრას ითხოვენ
ხაშურში მდინარე სურამულას სანაპირო საყოფაცხოვრებო ნარჩენებითაა დაბინძურებული. მდინარის მიმდებარედ მიმოფანტულია პოლიეთილენის პარკები, ბოთლები და სხვა არაორგანული ნარჩენები, რაც მდინარის წყალს აბინძურებს და ქალაქის იერსახეს ამახინჯებს. მოსახლეობა ამბობს, რომ პრობლემა სისტემატიურია, რასაც ნაწილი მოქალაქების დაუდევრობას მეორე ნაწილი კი მერიის მხრიდან უყურადრებობას უკავშირებს. ხაშურელები ქალაქში ნაგვის ურნების სიმცირეზეც საუბრობენ.
,,ვინ ყრის მერე? მერია და მთავრობა? ურნასთან მისვლაც ეზარდბათ ხალხს და ქუჩაში ყრიან...“ - ასე ეხმაურება პრობლემას მოქალაქე ლელა გიგაშვილი.
,,ალბად არ გინახავთთ იტალიის, საფრანგეთის, მდინარეები, არც იქ არის ნაკლებიიი სიბინძურეე, მაგრმა იმდენად მობილიზებულია ადგილობრივიიი ხელისუფლება ასე არ ავერებენ ყოველ შემთხევაში.“ - პრობლემის მიზეზად ადგილობრივი ხელისუფლების უყურადღებობას მიჩნევს მოქალაქე ბაქარ მაისურაძე.
,,ურნებიც რომ იყოს ტროტუარებთან განთავსებული კარგი იქნება“ - ნაგვის ურნების ნაკლებობაზე მიუთითებს თამარ სუდაძე.
სურამულას სანაპიროს ნარჩენებით დაბიუნძურების პრობლემა, რომ მერიის სამსახურების მხრიდან რეაგირების გარეშე არ რჩება ამბობენ მერიაში. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელის თქმით, გაწმენდითი სამუშაოები ყოველწლიურად ტარდება და ნაპირს წელსაც გაასუფთავებენ. რაც შეეხება ნაგვის ურნების სიმცირეს, ნინო სუხიაშვილი ამბობს, რომ ურნები საკმარისია თუმცა დამატების საკითხზე მერიაში მუშაობენ.
,,მდინარე სურამულა გასულ წელს გაიწმინდა საფუძვლიანად სურამის მონაკვეთზე. იმის წინა წელს კი ხაშურის მონაკვეთი, ასევე საფუძვლიანად გაიწმინდა. მიმდინარე წელს ტენდერი ამ მიმართულებით არ გამოცხადდება, თუმცა, საკუთარი ტექნიკით და საშუალებებით მუნიციპალიტეტი ისევ წარმართავს გაწმენდით სამუშოებს. ნაგვის ურნებზე მოთხოვნა არის და ვმუშაობთ მაგ მიართულებით." - ამბობს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი, ნინო სუხიაშვილი.
მოსახლეობის თქმით მდინარე სურამულას გაწმენდა მნიშვნელოვანია, რადგან წყალს ნარგავების მოსარწყავადაც იყენებენ. გარდა აღნიშნულსა, მდინარე ხაშურის გარდა, კიდევ რამდენიმე დასახლებას კვეთს და პრობლემა იქ მაცხოვრებლებსაც აწუხებთ. მოსახლეობა ითხოვს, რომ მერიამ კონკრეტული გეგმა შეიმუშაოს, რადგან პრობლემის მოგვარება ყოველწლიურად დროულად და ეფექტურად მოხდეს.
ფოტოზე აღბეჭდილია მდინარე სურამულას სანაპირო ხაშურის ცენტრში.