,,წყეულიმც იყავ" - დაპირისპირება ხაშურელ მილიონერსა და მეუფეს შორის



,,წყეულიმც იყავ" - დაპირისპირება ხაშურელ მილიონერსა და მეუფეს შორის

ხაშურელი მეუფე და ადგილობრივი გავლენიანი მილიონერი ერთმანეთს უპირისპირდება. ,,ტვ მონიტორინგის" ინფორმაციით, მეუფე სვიმეონს ადგილობრივი ბიზნესმენისგან 10 ათასობით დოლარის სესხება სურდა, რაზეც უარი მიიღო, რის შემდეგ ამბიონიდან მისი მადისკრიმინირებელი ქადაგება გააჟღერა. ქვიშხეთის ტაძარში, ლევან გამრეკელის წინააღმდეგ მეუფის ქადაგებას ათობით მრევლი ისმენდა, რომლებიც ჩვენთან საუბრისას ამბობენ, რომ სვიმეონის მხრიდან მსგავსი ქმედება შოკისმომგვრელი იყო. ადგილობრივების თქმით, მეუფის ღია ცეცხლს პროტესტით შეხვდნენ და ტაძარი დატოვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით პოსტს ავრცელებს ზაზა მეხრიშვილიც: 

 

,,როგორი მოკრძალებული იყო ხაშურში რომ ჩამოვიდა, როგორ მახსოვს, ის პერიოდი.. 

ისარგებლა ხალხის სიკეთით და აი, შემოუტრიალდა ყველას. ზედ არავის უყურებს, დაიწყო ფულების, მიწების ახევა და სხვა ქონებების მიტაცება თავის აგენტურის მეშვეობით მერიაში. მისი ერთი ზარი საკმარისია მონებად გაუხდნენ აფსოლიტურად ყველა. .ფულმა და ჯიპებმა გააგიჟა, ეშმაკები ჩაუსახლდნენ სულში. ..

წადი თავი მოიკალი, ყველა გამჩენს გაგინებს, კაგი ხალხის ლანძღვისთვის.

ფული არ მიცა ალბათ, გამრეკელმა და დაიბოღმა მასზე და ამბიონიდან დაწყო ქადაგება, რომ რეპუტაცია შეულახოს.( მე რას წარმოვიდგენდი ოდესმე თუ ჩემზე ამბიონიდან ისაუბრებდა ეს უწმინდური და ცილს დამწამებდა). ერთ ბიზნესმენზე ლიცენზიის ახევა მოინდომა რამოდენიმე დღეა, რამდენი რამ ჩამოვთვალო აღარ ვიცი... 120 ათასიანი ჯიპი ალბათ ყველას გვვხსოვს. სადაც დაგინახავ იქ უნდა გაგინო ცილისწამებისთვის და ფეხები არავინ მომჭამოს. სანამ საჯაროდ ბოდიშს არ მოიხდი რაზეც ცილი დამწამე ყველგან მოვალ და გაგინებ.. ეს უკვე გადაწყვეტილი მაქვს. ვფიცავარ ყველაფერს....

შევეწირები ამ ამბავს და ცილისწამებას არ შეგარჩენ უწმინდურო‼️

 წადი და სადაც გინდა მიჩივლე!. ისე ჩივილი და დარეკვები ძალოვნებში კი გჩვევია.. ნათლი მამა როგორ დაასმინე ძალოვბებთან და საბუთები როგორ ამოაქექინე ალალ მართალ კაცზე შე ცოდვილო მამაძაღლო. წყეულიმც იყავ, ბოროტო. - წერენ მეხრიშვილი სოციალურ ქსელში.

თემაზე რეპორტაჟს ,,ტვ მონიტორინგი" ამზადებს და დეტალებს ხვალ, დღის მთავრ საინფორმაციო გამოშვებაში, 19:00-ზე ნახავეთ, სადაც ყველა მხარის პოზიციას მოისმენთ.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ