გორში კორონავირუსზე ტესტირება კვლავ უფასოა



გორში კორონავირუსზე ტესტირება კვლავ უფასოა

გორში კორონავირუსზე ტესტირება კვლავ უფასოა. ამის შესახებ ,,მედდიაგნოსტიკაში'' არსებულ ლაბორატორიაში გვითხრეს და განმარტეს, რომ მომხმარებელი ტესტში თანხას მხოლოდ იმ შემთხევაში გადაიხდის თუ უსიმპტომოა ან სხვა საჭიროებისთვის ესაჭიროება დოკუმენტი. სხვა შემთხვევაში კორონავირუსზე ტესტირება უფასოა. საკითხთან დაკავშირებით დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა გიორგი ღიბრაძემ. მისი განაცხადებით, მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფებისთვის ტესტირება კვლავაც უფასოა და ამ კუთხით არაფერი შეცვლილა.

 

 

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ