''არ მოაწეროთ ხელი 19 აპრილის შეთანხმებას'' - ''ოცნების'' დეპუტატი ''ნაციონალურ მოძრაობას'' მიმართავს
"ქართული ოცნების" დეპუტატი, შალვა პაპუაშვილი "ნაციონალურ მოძრაობას" მოუწოდებს "დარჩნენ ისეთები როგორებიც არიან"
"აქამდე მე "ნაციონალურ მოძრაობას" ყოველთვის მოვუწოდებდი, რომ ხელი მოეწერათ 19 აპრილის შეთანხმებაზე გამხდარიყავით ამის ნაწილი, დღეს მე მოგიწოდებთ, არ მოაწეროთ ხელი 19 აპრილის შეთანხმებას, არ აშალოთ კარვები, რომელიც პარლამენტის წინ ჯერ კიდევ არის გაშლილი, დარჩით ზუსტად ისეთები, როგორებიც ხართ, ვინაიდან სწორედ თქვენ ისეთები როგორებიც ხართ აჩვენებს ჩვენ საზოგადოებას როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკური პარტია", - განაცხადა პაპუაშვილმა.