კასპის მუნიციპალიტეტში პარტია ,,თავისუფალი საქართველო"-ს მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატები ეყოლება
კასპის მუნიციპალიტეტში პარტია ,,თავისუფალი საქართველო"-ს მერობის კანდიდატი შოთა თხილიშვილი იქნება. შოთა თხილიშვილი არასამთვარობო ორგანიზაციის "კავკასის ერთ-ერთი დამფუძნებელია. ასევე მისი დაფუძნებულია მოძრაობა "სინათლის გვირგვინი". მის სახლეს უკავშირდება ,,ხელკეთას“- ს შემოქმედებითი საწარმოს შექმნაც. ადრეული ასაკიდან აქტიურად არის ჩართული საგანმანათლებლო, საქველმოქმედო და სხვადასხვა სამოქალაქო აქტივობვებში.
,,არა თუ ვინმე მხსნელს უნდა ველოდეთ, არამედ ერთად ვქმნიდეთ და ვაუმჯობესებდეთ ქვეყანას, რომლის შვილებიც ვართ და არ აქვს მნიშვნელობა ეს 2021 წელს მოხდება თუ ათი წლის შემდგომ. მე გახსნილი ვარ თითოეულ თქვენგანთან კონტაქტისთვის, თითოეულ კითხვაზე პასუხისთვის, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე და უბრალო ადამიანი." - წერს შოთა თხილიშვილი.
კასპის მუნიციპალიტეტში გარადა მერობის კანდიდატისა, პარტია ,,თავისუფალი საქართველოს“ თვითმართველობის არჩევნებზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიც ეყოლება. ამ დროისთვის ცნობილია ორი მათგანის ვინაობაა. ესენი არიან საოქალაქო აქტივისიტი ირაკლი მილაძე და ფოტოგრაფი გენადი გაბოძე .
წლებია, რაც ირაკლი მილაძე მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი ყვცელაზე აქტიური სამოქალაქო აქტივისტია. იგი მონაწილეობდა სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობის დასახარებლად წამოწყებულ არაერთ აქტივობაში. პანდემიის პერიოდში სურსათით და საედიცინო მედიკაენტებით ეხმარებოდა ადგილობრივ მოსახლეობას. იგი წლებია, რაც კასპში არსებულ ეკოლოგიურ პრობლეების მოგვარებისთვისაც იბრძვის.
,,ახალაზრდული ძალის დროა, რომლებსაც რეალურად შეგვწევს ძალა გამრუდებული ცხოვრების გამოსწორების. ნუ დაუშვებთ კიდევ ერთ შეცდომას და ნუ ენდობით კოსტუმიან აფერისტებს, რომლებსაც მხოლოდ არჩევნებზე ახსენდებით.“ - ამბობს ირაკლი მილაძე.
გენადი გაბოძე კენჭს შემდეგ სოფლებში იყრის:
ახალქალაქი, ზემო ჩოჩეთი, გარიყულა, თეძმისხევი, ახალსოფელი, კაპრაშიანი, გოსტიბე, ერთაწმიდა, რკონი, ჩაჩუბეთი, ახალციხე, ნოსტე, მთიულთუბანი, ცხავერი, ჭყოპიანი