,,ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული“ - ქარელის საავადმყოფოში დაჭრილი მამაკაცი შეიყვანეს
ქარელის მუნიციპალიტეტის სამედიცინო დაწესებულებაში შუახნის მამაკაცი დაჭრილი შეიყვანეს. ,,ტვ მონიტორინგის“ ინფორმაციით, 40 წალმდე ასაკის მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობები სხეულის სხვადასხვა არეში აღენიშნებოდა. როგორც ექიმები, ჩვენთან საუბრისას ამბობენ, მამაკაცს დაზიანებული აქვს ორივე ყბა, თვალბუდე და აღენიშნება სხვა ზედაპირული ჭრილობები. დაჭრილი მამაკაცი რეანომობილით თბილისში, ბოკერიას კლინიკაში გადაიყვანეს. ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.