სოფელ შავშვებთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი

BOG


სოფელ შავშვებთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი

გორი-იგოეთის საავტომობილო მაგისტრალზე მომხდარი ავარიის შედეგად 18 წლის ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა და სამი მძიმედ დაშავდა. ქორწილის კორტეჟის ერთ-ერთ მანქანა, სადაც 4 ახალგაზრდა იჯდა გზის სავალი ნაწილიდან  გადავიდა და სანიაღვრე არხში გადავარდა.

ავარიის შედეგად დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკა ,,გორმედში“ გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, სამივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

 შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ