მგლების შემოსევა კასპის მუნიციპალიტეტში - დახოცილია ცხვარი



მგლების შემოსევა კასპის მუნიციპალიტეტში - დახოცილია ცხვარი

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში მგლების ხროვა თავს ცხვრის ფერმას დაესხა. განადგურებულია 150 - მდე სული ცხვარი. მეპატრონის თქმით, ზარალი 50 000 ლარამდე აღწევს.

,,მგლების ხროვა დაესხა თავს. ცხვარი ამ დრომდე მიმფანტული ყრია ნაკვეთებში. ზარალი 50 000 ლარამდე აღწევს. ბანკის ვალი მაქვს აღებული და არ ვიცი როგორ დავფარავ.” - ამბობს მეპატრონე.

,,მთავარი მონიტორინგის“ გადამღები ჯგუფი, ამ წუთებში მუშაობს ადგილზე და თემაზე ვრცლად 19:00- ზე მოგიყვებით.

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ