სკვერის რეაბილიტაციის დასრულებამდე შესრულებულ სამუშაოებში ხარვეზებმა თავი უკვე იჩინა



სკვერის რეაბილიტაციის დასრულებამდე შესრულებულ სამუშაოებში ხარვეზებმა თავი უკვე იჩინა

სამუშაოების სრულად დასრულებამდე ხაშურის ტყე-პარკში მოწყობილი კონსტრუქციების ნაწილი უკვე დაზიანებულია და შეკეთებას საჭიროებს. ამორტიზებულია ფანჩატური,  რომელიც წვიმის დროს წყალს ატარებს. (ვიდეო) უხარისხოდ შესრულებული სამოუშაოების გამო ხაშურელები ადგილობრივ მერიას აკრიტიკებენ.

,,ახლად გაკეთებულ პარკში, გადუხურულ ფანჩატურში, ფრუტუნ ფრუტუნით ჩამოდის წყალი."

,,სკამიც არ იყო კარგი გაკეთებული. როკზე იყო გატეხილი და როდის იყო როკი გამძლე ყოფილიყოს.“

,,ასე აკეთებთ თქვენ ყველაფერს პატივცემულებო. რაში გენაღვლებათ ხალხის ფული.“

,,უხარისხოდ გაკეთებულს სულ არ გააკეთო, ჯობია! ტყუილად იხარჯება ფული." - წერენ მოქალაქეები სოციალურ ქსელში.

კონსტრუქცია ხაშურის მერიის დაკვეთით ზემო სეერის ტყე-პარკის რეაბილიტაციის ფარგლებში მოეწყო. სკვერის განახლებისთვის  831 132 ლარი შპს. ,,მშენებელმა“ უკვე მიიღო, რაც სრული თანხის 97%-ია.  კომპანიას სამუშაოების სრულად დასრულებისთვის ვადა 3 დღეში ეწურება. 

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ