ავარია გორის მუნიციპალიტეტში - დაშავდა 5 მოზარდი
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 მოზარდი დაშავდა გორის მუნიციპალიტეტში. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა სახლიდან უნებართვოდ წაიყვანა ოჯახის კუთვნილი ავტომანქანა და თანატოლებთან ერთად გადაადგილდებოდა, რა დროსაც ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ,,გორმედის“ კლინიკაში გადაიყვანა. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში თქვეს ხუთივე პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი გამოკვლევა და ახლა მკურნალობა უტარდებათ პედიატრიულ განყოფილებაში. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და დღის ბოლომდე, სავარაუდოდ, ყველა მათგანი დატოვებს სტაციონარს. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.