ხანძარი გორის მუნიციპალიტეტში - ცეცხლი საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა
ხანძარი იყო გორის მუნიციპალიტეტში. ცეცხლი ორსართულიან საცხოვრებელ სახლს გუჩნდა. განადგურდა ავეჯი, ინვენტარი და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები. დამწვარია შენობის ორივე სართული. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები. ამ დროისთვის ცეცხლი სრულად ლიკვიდირებულია. შემთხვევა სოფელ მეღვრეკისში მოხდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად დაწყებულია გამოძიება.