ხანძარი კასპის მუნიციპალიტეტში - დაზარალებულები დახმარებას ითხოვენ
ხანძარის შედეგად სოფელ კავთისხევში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სახლში 72 წლის ქალი ცხოვრობდა, რომლის გამოყვანაც უვნებლად შეძლეს.
ადგილზე მუშაობდნენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. მათ ცეცხლის ღია კერების სრულად ლოკალიზება რამდენიმე საათში შეძლეს.
ცეცხლმა სახლში არსებული ინვენტარი სრულად გაანადგურა. ამ დროისთვის უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი. შემთხვევა 31 აგვისტოს მოხდა.
,,უფალმა არ გაიმეტა ჩემს დაბადების დღეზე, დედა გადაურჩა ხანძარში დაწვას...ძალიან შეშინებულია და უიმედო. მინდა გთხოვოთ, თქვენ ჩემო ადამიანებო, ხანძარმა სოფელში ერთადერთი სახლი სათავსოებით სულ გადაწვა...ყველა ნივთი გაანადგურა, სოფელ კავთისხევში, თვალადში...ვისაც გაქვთ სურვილი რომ დამეხმაროთ ლეიბი, ბალიში, საბანი, თეთრეული, ქვაბი, ტაფა, რომელიც არ გჭირდებათ მომაწოდოთ.“ - წერს დაზარალებულის