,,ტვ მონიტორინგის“ ექსკლუზივი - სოფელ მეტეხში პოლიციელებმა და მოქალაქეებმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს
სროლა კასპის მუნიციპალიტეტში. პოლიციელებმა და ადგილობრივებმა, სავარაუდოდ ცეცხლი ერთმანეთს გაუხსნეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ მეტეხში ორი დღის წინ, დღის საათებში მოხდა. სროლას წინ კონფლიქტი უძღვოდა, რომელიც ავტომობილების უმნიშვნელო შეჯახებით დაიწყო. ,,ტვ მონიტორინგი“ დეტალებს ამ წუთებში არკვევს, უცნობია დაიწყო თუ არა მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება. ,,პოლიციის მანქანით იყო ეკიპაჟი და ჩვეულებრივი მანქანით მოქალაქეები, როგორც ვიცი ერთმანეთს გაუსვეს ავტომობილის სარკეები და აქედან დაიწყო ჩხუბი. ერთ-ერთმა მხარემ იარაღი ამოიღო და ისროლეს, რასაც საპასუხო ცეცხლი მოჰყვა, როგორც ვიცი შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დეტალები პოლიციაში უნდა გაარკვიოთ“ - გვითხრა მერის წარმომადგენელმა სოფელ მეტეხში.
თემაზე ვრცლად დღის მთავარ გამოშვებაში, ზუსტად 19-საათზე მოგიყვებით.