ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტში უკრაინის ჰიმნი იმღერეს და განაცხადეს, რომ უმრავლესობამ კონსტიტუციის დარღვევით გადაწყვიტა, სხდომა არ ჩაეტარებინა



ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტში უკრაინის ჰიმნი იმღერეს და განაცხადეს, რომ უმრავლესობამ კონსტიტუციის დარღვევით გადაწყვიტა, სხდომა არ ჩაეტარებინა

ოპოზიციის წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტის შენობაში ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობამ შეაგროვა ხელმოწერები უმრავლესობის დეპუტატების და გადაწყვიტა, რომ დღეს საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით, პრეზიდენტის მიერ მოწვეული პარლამენტის სხდომა არ ჩაეტარებინა.

ხატია დეკანოიძე  ამბობს, რომ უმრავლესობის მხრიდან ეს გადაწყვეტილება სამარცხვინოა.

„საქართველოს მოქალაქეებო, ჩემო ძვირფასო მეგობრებო უკრაინაში, და მე არ შემიძლია, დღეს არ ვიყო ემოციური, რადგან ჩემი გული არის კიევში. დღეს არის სირცხვილის დღე საქართველოს პარლამენტში, საქართველოს ისტორიაში და არა მხოლოდ საპარლამენტო ცხოვრებაში მაშინ, როდესაც ამ წუთებში, ერთ-ერთ ჩემს ყველაზე საყვარელ უბანში, აბალონზე, კიევში რუსული დივერსიული ჯგუფები უტევენ თავდაცვას, თავდაცვის ძალებს უკრაინაში, მათ შორის მოქალაქეებს, ვინც არიან ჩართული ქალაქის თავდაცვაში, უმრავლესობამ სრულიად სამარცხვინო გადაწყვეტილებით შეაგროვა ხელმოწერები უმრავლესობის დეპუტატების და გადაწყვიტა, რომ დღეს საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ მოწვეული პარლამენტის სხდომა არ ჩაეტარებინა, არ გაეღო საქართველოს პარლამენტის დარბაზი პირველად საქართველოს ისტორიაში. საქართველოს პარლამენტის სამარცხვინო თავმჯდომარე პაპუაშვილმა, რომლის სახელი ისტორიაში არ დარჩება და დარჩება მხოლოდ იმ გმირების სახელი, ვინც ახლა იბრძვის კიევში, გადაწყვიტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ წავიდეს და საპარლამენტო დარბაზი ჩაგვიკეტოს. ჩაუკეტოს საქართველოს მოქალაქეებს, ჩაუკეტოს უკრაინას, ჩაუკეტოს იმ გმირებს, ვინც გუშინ და დღეს დაეცნენ, რადგან ჩვენ უნდა გაგვეჟღერებინა დღეს აქ ჰიმნი საქართველოს, უკრაინის და გვეთქვა მთელი მსოფლიოსთვის, რომ ჩვენც ოკუპირებული ვართ, უკრაინაში მიდის აგრესია“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ოპოზიციიის წარმომადგენლებმა პარლამენტში უკრაინის ჰიმნი იმღერეს.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ