,,ტვ მონიტორინგის“ ექსკლუზივის ახალი დეტალები მეტეხიდან - ნაცემია პოლიციელი და დაკავებულია სამი პირი



,,ტვ მონიტორინგის“ ექსკლუზივის ახალი დეტალები მეტეხიდან  - ნაცემია პოლიციელი და დაკავებულია სამი პირი

,,ტვ მონიტორინგისექსკლუზივი - კასპის სოფელ მეტეხში, პოლიციის მაღალჩინოსანსა და ადგილობრივებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე დამატებითი დეტალები ჩვენმა ჟურნალისტმა გაარკვია. როგორც მას ადგილზე უთხრეს, თბილისში, შსს ერთ-ერთ განყოფილებაში დასაქმებული მათი თანასოფლელი მეტეხში, რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა და სწორედ მას მოუვიდა დაპირისპირება ადგილობრივ ახალგაზრდებთან. ყველაფერი კი, როგორ ისინი ყვებიან, ავტომობილების მცირე შეჯახებით დაიწყო, რა დროსაც მათ ერთმანეთში შელაპარაკება მოუვიდათ და პოლიციელმა ცეცხლი სამსახურის იარაღიდან გახსნა. სწორედ ამის შემდეგ ადგილზე ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა, რის შემდეგაც მას ადგილობრივებმა ჯერ იარაღი წაართვეს, შემდეგ კი სცემეს. შსს- ნაცემი თანამშრომელი კი სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.  ჩვენი ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით 3 პირი დააკავესმომხდარზე გამოძიება ძალადობის, 126 მუხლით მიმდინარეობს.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ