გორის სოფელ ძევერაში დევნილებისთვის 14 სახლი აშენდა



გორის სოფელ ძევერაში დევნილებისთვის 14 სახლი აშენდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, გორის სოფელ ძევერაში, დევნილი ოჯახებისთვის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 14 სახლი აშენდა

სამშენებლო სამუშაოები გერმანიის მთავრობის მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში განხორციელდა. სამინისტრო ამბობს, რომ 80 კვადრატულამდე მეტრი ფართობის სახლები დევნილ ოჯახებს, სრულად გარემონტებულ მდგომარეობაში, უახლოეს მომავალში გადაეცემათ.

"ამ ეტაპზე, აქტიურ ფაზაშია წყლის სისტემის მონტაჟი, რომელსაც დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ახორციელებს. სამუშაოებს, ადგილზე გაეცნო სააგენტოს დირექტორი ზურაბ უტიაშვილი. იგეგმება მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა და გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც", - ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტრო ამბობს, რომ განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება უკვე დასრულდა და სახლებს კრიტერიუმების შესაბამისად გაანაწილებენ.

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ