სასამართლო განაჩენი ცნობილია - კასპის დასუფთავების სამსახურის მძღოლი, რომელიც მოხუცს დაეჯახა, სასამართლომ დამნაშავედ სცნო



სასამართლო განაჩენი ცნობილია - კასპის დასუფთავების სამსახურის მძღოლი, რომელიც მოხუცს დაეჯახა, სასამართლომ დამნაშავედ სცნო

კასპში მომხდარ  ავტოსაგზაო შემთხვევაზე, რომლის შედეგად 83 წლის მოხუცი გარდაიცვალა, სასამართლო განაჩენი ცნობილია. ,,ტვ მონიტორინგის“ ინფორმაციით, კასპის მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის მძღოლს, რომელიც შემთხვევის დროს, საჭესთან იჯდა, მოსამართლემ პირობითი პატიმრობა მიუსაჯადა  და ჯარიმის სანაცვლოდ, საპყრობილედან გაათავისუფლა. ცნობისთვის, შემზარავი შემთხვევა კასპის მუნიციპალიტეტში,  გასული წლის  27 აპრილს,ადმინისტრაციული შენობის  მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. გარდაცვლილი მოხუცის ოჯახის წევრები ამტკიცებდნენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საქმის გაყალბებას ცდილობდნენ, ამისთვის კი სასამართლოზე ცრუ მოწმეები მიიყვანეს. მალევე მაისურაძის უწყებამ უკან დაიხია და ,,ქართული ოცნების“ აქტივისტებს ჩვენებები შეაცვლევინა. 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ