"დღეს ჩვენთვის მეორე დაბადება იყო" - ზაზა გახელაძის ოჯახი



"დღეს ჩვენთვის მეორე დაბადება იყო" - ზაზა გახელაძის ოჯახი

ერთწლიანი ტყვეობის შემდეგ ზაზა გახელაძე ოჯახს დაუბრუნდა. განსაკუთრებით ემოციური გახელაძის შვილებთან შეხვედრა იყო. მამა მათ ზუსტად წელიწადი და 3 დღე ნანახი არ ჰყავდათ.

"დღეს ჩვენთვის მეორედ დაბადება იყო. მინდა მადლობა ვუთხრა, პატრიარქს, პრეზიდენტს, პრემიერს და ირაკლი ანთაძეს, რომელიც დღემდე ამ თემაზე მუხლჩაუხრელად მუშაობდა," - განაცხადა ზაზა გახელაძის მეუღლემ. 

რუსი ოკუპანტების მიერ, შარშან 11 ივლისს გატაცებულ და დაჭრილ გახელაძეს სოფელ ერგნეთში მთავრობის მეთაური, ძალოვანი მინისტრები და სასულიერო პირები დახვდნენ. ამის შემდეგ კი ტყვეობიდან გათავისუფლებული ზაზა გახელაძე მშობლიურ სოფელში წაიყვანეს.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ