გორში ხანძარი ლიკვიდირებულია - დამწვარია სანტექნიკის მაღაზია



გორში ხანძარი ლიკვიდირებულია - დამწვარია სანტექნიკის მაღაზია

გორში, სადგურის დასხლებაში ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ,,ტვ მონიტორინგს", საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში განუცხადეს. სახანძრო-სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

,,ტვ მონიტორინგის" ინფორმაციით, სადგურის დასახლებაში მდებარე სანტექნიკის მაღაზიაში ცეცხლი ერთი საათის წინ გაჩნდა, ცეცხლი 200 კვ მოედო, ადგილზე მეხანძრე-მაშველების ათობით თანამშრომელი იყო მობილიზებული. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ