ორშაბათიდან მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება - ღარიბაშვილი



ორშაბათიდან მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება - ღარიბაშვილი

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ორშაბათიდან ქვეყანა მასობრივ ვაქცინაცია დაიწყებს, რეგისტრაციის პროცესი კი ხვალიდან, 3 ივლისიდან დაიწყება. 

მოქალაქეებს ამ ეტაპზე "სინოფარმით" და "სინოვაკით" აცრა შეეძლებათ.

"ორშაბათიდან სრულად იქნება მზად მთელი სისტემა, დაიწყება რეგისტრაცია ხვალიდან და უკვე ორშაბათიდან ჩვენ დავიწყებთ მთელი ქვეყნის მასშტაბით მასობრივ ვაქცინაციას", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ვაქცინაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით 350 ბრიგადა აწარმოებს და დღეში 20 000-დან 25 000-მდე აცრა უნდა ჩატარდეს.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ