შიდა ქართლში გზების მშენებლობაზე გამოყოფილი თანხების დიდი ნაწილი ოცნებასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა მიიღეს - ,,ფლანგვის დეტექტორი“



შიდა ქართლში გზების მშენებლობაზე გამოყოფილი თანხების დიდი ნაწილი ოცნებასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა მიიღეს - ,,ფლანგვის დეტექტორი“

“ფლანგვის დეტექტორი” შიდა ქართლში რეგიონალური განვითარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული საგზაო პროექტების შესწავლის შემდეგ,  კვლევის შედეგებს აქვეყნებს. 

მათი იმფორმაციით, “საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან” 2020 წელს შიდა ქართლის რეგიონისათვის 31,830,087 ლარი გამოიყო, აქედან 26,222,622 ლარი საავტომობილო გზების რეაბილიტაციისთვის. აღნიშნული თანხით დაგეგმილი იყო 48 პროექტის განსახორციელება.

როგორც, კვლევაშია მოცემული შიდა ქართლში განხორციელებულ შესყიდვებში რამდენიმე კომპანია ლიდერობს მოგებული ტენდერების რაოდენობით. ტენდერებში ხშირად ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული კომპანიები ან პარტიის ყოფილი და მოქმედი მაღლჩინოსნები/თანამდებობის პირები იმარჯვებენ.

მათ შორის ყველაზე დიდი რაოდენობით, 9 ტენდერი, შპს “საგზაო სამშენებლო სამმართველო №1"-მა მოიგო, საიდანაც ჯამში  4,288,223 ლარი მიიღო. კომპანია 1998 დაფუძნდა და მესაკუთრეთა სია შემდეგნაირად გამოიყურება: ნუგზარ აბალაკი - 25%, ნუკრი  აბალაკი - 25%, შოთა აბულაძე - 50%. აღსანიშნავია, რომ კომპანიის მესაკუთრეები, ნუგზარ და ნუკრი აბალაკები, ქართული ოცნების მსხვილი შემომწირველები არიან. ნუგზარ აბალაკმა ქართულ ოცნებას ჯამში 85,000 ლარი შეწირა, ხოლო ნუკრი აბალაკმა 60,000 ლარი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საგზაო სამშენებლო სამმართველო N1, იმ კომპანიათა კატეგორიას განეკუთვნება, რომელიც მმართველი ძალის ცვლილების შემთხვევაში თითოეულ მმართველ პარტიასთან თანამშრომლობას ცდილობს. ოცნების შემომწირველობასთან ერთად, ის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შემომწირველიც იყო. კომპანიამ ენმ-ს 2011 წელს 100,000 ლარი შეწირა. ხოლო, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი არა მარტო ქართული ოცნების შემომწირველები გახდნენ, არამედ ყოფილი თანამდებობის პირების ბიზნესპარტნიორებიც. 

საგზაო სამშენებლო სამმართველო N1-ის მესაკუთრეებმა, 2015 წელს, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის ყოფილ მოადგილესთან, ავთანდილ კაჭკაჭაშვილთან და ახალციხის მუნიციპალური შპს “კეთილმოწყობის” ყოფილ დირექტორთან, გიორგი ბალიაშვილთან ერთად დაარსეს “საგზაო სამშენებლო სამმართველო N2”, რომელიც უმეტესად სამცხე-ჯავახეთში ოპერირებს და კომპანიამ 2020 წელს რეგიონალური  განვითარების პროგრამის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთში 4,934,490 ღირებულების 8 ტენდერი მოიგო.  (ვრცლად იხილეთ)

რეგიონალური განვითარების პროგრამის ფარგლებში შიდა ქართლში ქართული ოცნების ყოფილი მაღალჩინოსნის იოსებ მაკრახიძისა და მისი ოჯახის წევრების კომპანიებიც აქტიურად მონაწილეობენ და იმარჯვებენ. საერთო ჯამში იოსებ მაკრახიძესა და მისი ოჯახის წევრებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2020 წელს რეგ.განვითარების პროგრამიდან შიდა ქართლში 6,610,056 ლარი მიიღეს. მათგან 4,141,000 ლარი მიიღო შპს იბოლიამ,  2,324,976 ლარი მიიღო შპს შარამ, ხოლო 144,080 ლარი შპს არქმშენსტუდია 2002-მა. 

შპს იბოლიას მესაკუთრეებს შორის არიან იოსებ მაკრახიძე, რომელიც 21% წილის მესაკუთრეა და შვილები ოფელია და მარიანა მაკრახიძეები, რომლებიც კომპანიის 15-15% ფლობენ. შპს შარა-ს 33% წილის მესაკუთრეა იოსებ მაკრახიძის მეუღლე, ოფელია მაკრახიძე. 

რაც შეეხება შპს აქრმშენსტუდიას ამ შემთხვევაში კომპანიის 100%-ის მესაკუთრე იოსებ მაკრახიძის ძმა ალექსანდრე მაკრახიძეა. 

აღსანიშნავია, რომ იოსებ მაკრახიძე 2020 წლიდან ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებს.  2021 წელს ის დროებით ასრულებდა სააგენტოს დირექტორის მოვალეობასაც. 

ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო აერთიანებს გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სტრუქტურულ ერთეულს როგორებიცაა გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო, მუნიციპალიტეტის სასაფლაოების მოწყობის მართვისა და მოვლის პატრონობის სააგენტო და სხვა.

მაკრახიძეების ოჯახის წევრები როგორც ხელისუფლებში ყოფნის ისე დატოვების შემდეგაც აქტიურად აგრძელებენ სახელმწიფო შესყიდვების გზით ბიუჯეტიდან მსხვილი თანხის მიღებას. 

შიდა ქართლში საავტომობილო გზები რეაბილიტაცია განახორციელა ასევე შპს ენსისი-მ, რომლემაც აღნიშნულ რეგიონში განხორციელებული პროექტებიდან ერთჯერადად  ყველაზე მსხვილი თანხა, 3,124,444 ლარი მიიღო. ქუჩის მოასფალტების სამუშაოები კოპანიამ კასპის მუნიციპალიტეტში ჩაატარა. კომპანია ენსისი აქტიურად მონაწილეობდა სახელმწიფო შესყიდვებში და დაახ. 233 მილიონ ლარზე მეტი აქვს მიღებული სახ. ბიუჯეტიდან. აქვე, საინეტერესოა რომ თბილისში განხორციელებული გზის რეაბილიტაციის უხარისხოდ შესრულებისთვის თბილისის მერმა კახა კალაძემ კომპანია გააკრიტიკა და სამუშაოების არაჯეროვნად შესრულებაზე ისაუბრა.  

თუმცა, რაც  შეეხება კასპის რეგიონში ჩატარებულ სამუშოებს, იმ შემთხვევაში თუ გზის რეაბილიტაციის დასრულებიდან 2 წლის ვადაში მოხდება გზის საფარის დაზიანება, კომპანია ვალდებული იქნება საკუთარი ხარჯებით მოახდინოს გზის მონაკვეთის შეკეთება.

,,შეჯამებისთვის, ფლანგვის დეტექტორისთვის სამინისტორს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად ნათელია, რომ საავტომობილო გზების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 26,222,622 ლარიდან 10,898,279 ლარი მიიღეს ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულმა პირების კომპანიებმა.“ - ფლანგვის დეტექტორი 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ