იგოეთი-ნატახტარის მონაკვეთზე მიკროავტობუსი გადაბრუნდა - დაშავდა ათზე მეტი ადამიანი
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის იგოეთი-წეროვნის მონაკვეთზე, დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო მიკროავტობუსი გადაბრუნდა. შემთხვევის შედეგად სატრანსპორტო საშუალებაში მყოფი ათზე მეტი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები, ამ წუთებში, სასწრაფო დახმარების ჯგუფებს სხვადასხვა კლინიკაში გადაჰყავთ.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის არაერთი ეკიპაჟი. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ავარიის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.