შემზარავი მკვლელობა გორის მუნიციპალიტეტში - მამამ შვილი ნაჯახით მოკლა
გორის მუნიციპალიტეტში, 39 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში მოკლული ნახეს. სოფელ სობისში ამბობენ, რომ შუა ხნის კაცს, ჭრილობები თავის არეში, ნაჯახით აქვს მიყენებული. დანაშაულში ეჭვმიტანილი გარდაცვლილის მამაა, რომელიც გამოძიების კითხვებს ამ წუთებში პასუხობს. რა გახდა მკვლელობის მოტივი ჯერ უცნობია. ,,ტვ მონიტორინგი“ ადგილზე მუშაობს და დეტალებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.