კიბერშეტევის გამო გათიშული, ვაქცინაციისთვის, რეგისტრაციის პორტალი ჩაირთო



კიბერშეტევის გამო გათიშული, ვაქცინაციისთვის, რეგისტრაციის პორტალი ჩაირთო

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის განკუთვნილი პორტალი, რომელიც კიბერშეტევის გამო, გათიშული იყო, ჩაირთო.

თუმცა პორტალზე "სინოფარმის" ვაქცინაზე რეგისტრაცია კვლავ ვერ ხერხდება. პორტალზე ვაქცინების ჩამონათვალი არ ფიქსირდება.

"მალე პორტალი სრულად გაიმართება და "სინოფარმით" რეგისტრაცია დაიწყება", - განაცხადა გამყრელიძემ.

6 ივლისს, 12:00 საათიდან booking.moh.gov.ge-ზე ჩინურ ვაქცინა "სინოფარმზე" რეგისტრაციის პროცესი უნდა განახლებულიყო, თუმცა ამ ეტაპზე პორტალი გაითიშა, მოქალაქეები „სინოფარმის“ ვაქცინაზე რეგისტრაციას ვერ ახერხებდნენ.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალზე - booking.moh.gov.ge მასირებული კიბერშეტევა განხორციელდა.

ვაქცინაციის პორტალ booking.moh.gov.ge-ზე კიბერშეტევის ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. შსს-ს ცნობით, გამოძიება კომპიუტერული მონაცემის ანდა კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენებისა და ხელყოფის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე და 286-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ