კასპის მერიამ ჭაბურღილის მოსაწყობად ტენდერი მესამედ გამოაცხადა
სოფელ თავლადის მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდების გაუმჯობესების მიზნით, კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ ტედერი მესამედ გამოაცხადა. ამჯერადაც, სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით ეძებენ კოპანიას, რომლიც წყლის რეზერვუარს მოაწყობს და მაგისტრალურ მილსადენს გაიყვანს. აღნიშნული სამუშაოებისთვის მერიაში კვლავ 213, 716 ლარი აქვთ გათვალისწინებული.
სამუშაოების შესრულებისთვის კომპანიებს განაცხადის გაკეთება 7 ნოემბრამდე შეუძლიათ. მთავარი მოთხოვნაა მათთვის აღნიშნულ საქმიანობაში გამოცდილების ქონაა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა სამუშაოები 120 დღის ვადაში უნდა დაასრულოს. შესასრულებელი სამუშაოების საგარანტიო ვადა კი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2 წელი განისაზღვრა.
მანამდე კასპის მერიას აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად ტენდერი მიმდინარე წლის აგვისტოს და ოქტომბრის თვეში ჰქონდა გამოცხადებული. პირველ შემთხვევაში მონაწილე კომპანია დოკუმენტაციის არ ქონის გამო დაიწუნეს. მეროე ტენდერის შეჩერების მიზეზი კი შესყიდვების საიტზე მითითებული არ არის.
ინფორმაციისთვის, სოფელ თვალადში სასმელი წყლის პრობლემას ადგილობრივები წლებია უჩივიან. აღნიშნულ თემაზე ბოლო დროს ტვ. მონიტორინგის საინფორმაციო გამოშვებაში ორი სიუჟეტი გავიდა. მოქალაქეები წყლის გრაფიკთან ერთად, ხარისხსაც უჩიოდნენ და ამბობდნენ რომ წყლით იწამლებიან. მომზადებული სიუჟეტები შეგიძიათ იხილოთ: