გორში, ლიახვზე ნაპირსამაგრი სამუშაოების გამო მდინარის მიმართულების შეცვლის შედეგად გამოწვეულ ზიანს სამართალდამცავი უწყებები სწავლობენ



გორში, ლიახვზე ნაპირსამაგრი სამუშაოების გამო მდინარის მიმართულების შეცვლის შედეგად გამოწვეულ ზიანს სამართალდამცავი უწყებები სწავლობენ

გორში, მდინარე ლიახვზე ნაპირსამაგრი სამუშაოების მიმდინარეობისას ლიახვის მიმართულების შეცვლის შედეგად გამოწვეულ გარემოსდაცვით ზიანთან დაკავშირებით, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის სამართალდამცავ უწყებებს გადაეგზავნა.  უწყება განცხადებას ავრცელებს.

,,დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, პროექტის დამფინანსებელი, ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, კანონმდებლობით და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ბერკეტებს გამოიყენებს. ასევე, დეპარტამენტი უზრუნველყოფს კონტრაქტორი კომპანიის საქმიანობის მონიტორინგს და სამუშაოები პროექტით განსაზღვრული ტექნიკური სტანდარტების სრული დაცვით გაგრძელდება. ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ქალაქ გორში, დასასვენებელი პარკის მიმდებარედ, მდინარე ლიახვზე ნაპირსამაგრ სამუშაოებს კერძო კონტრაქტორი კომპანია (შპს „იმერმშენი“) ასრულებს. პროექტის შესაბამისად, სამუშაოები ითვალისწინებს 458.36 მ. მონოლითური რკინა-ბეტონის ნაპირსამაგრი კედლის მოწყობას და 260 მ. არსებული ნაპირსამაგრი კედლის ხიმინჯებით გამაგრებას. სამუშაოების არეალში შესაძლო სამართალდარღვევა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა 2025 წლის 10 ნოემბერს დააფიქსირეს. დეპარტამენტის ინფორმაციით, სამუშაოების პროცესში მოხდა მდინარე ლიახვის მიმართულების შეცვლა, რის შედეგადაც დაფიქსირდა მდინარის აქტიური კალაპოტის დროებითი დაშრეტა და მასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი ზიანი. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ მასალები გადაგზავნილია შესაბამის უწყებაში შემდგომი რეაგირებისთვის. საავტომობილო გზების დეპარტამენტი თანამშრომლობს ზედამხედველობის სამსახურებთან, გარემოებების სრულად გარკვევისა და პროექტის ტექნიკური და გარემოსდაცვითი მოთხოვნების დაცვის უზრუნველსაყოფად“ - წერია განცხადებაში.

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ