ქაშუეთის ეკლესიაში დაგეგმილ პარაკლისს მრევლი შიდა ქართლიდანაც შეუერთდება
თბილიში საპატრიარქოს მიერ დაგეგმილ აქციას, შიდა ქართლიდან ასობით ადამიანი შეურთდება, მათ შორის მაღალი იერარქის სასულიერო პირები. ისინი დედაქალაქის მიმართულებით, დღის პირველ ნახევრისკენ გაემართებიან და ქაშუეთის ეკლესიაში დაგეგმილ პარაკლისს დაესწრებიან.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მართმადიდებლურმა ეკლესიამ შეკრება ,,ღირსების მარშის" პარალელურად დაანონსა. საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ მოწოდებაში ვკითხულობთ, რომ ,,პრაიდის“ მიზანი აქციის მოზანი არის ის რომ, მსოფლიოს აჩვენონ, რომ ღირსებას იცავენ და გადაგვარების თავსმოხვეული მცდელობა მათთვის მიუღებელია. დღეს, ამბიონიდან, სასულიერო პორებმა შეკრებაში მონაწილეობისკენ მრევლს კიდევ ერთხელ მოუწოდეს.