„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა, „სირცხვილიას“ ოფისს ბოთლები და სამშენებლო ფილები დაუშინეს



„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა, „სირცხვილიას“ ოფისს ბოთლები და სამშენებლო ფილები დაუშინეს

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ინგოროყვას ქუჩაზე მივიდნენ და „სირცხვილიას“ ოფისს, სადაც „პრაიდის“ ორგანიზატორები იტვნენ შეკრებილები, ბოთლები და სამშენებლო ფილები დაუშინეს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. არსებული ინფორმაციით, „პრაიდის“ ორგანიზატორებმა შენობა უკვე დატოვეს.

„თბილისი პრაიდმა“ დღეს დაგეგმილ ღირსების მარშთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. როგორც მასში წერია, საორგანიზაციო გუნდი მუშაობს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და საბოლოოდ შეთანხმებულ გეგმას დღის პირველ ნახევარში გააჟღერებენ.

დღესვე, საქართველოს საპატრიარქოს მოწოდებით, მოქალაქეთა ნაწილი, ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბა.

„5 ივლისს, 17 საათზე, შევიკრიბოთ ქაშუეთის წმინდა გიორგის ტაძართან, აღვავლინოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი და მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ჩვენს ღირსებას ვიცავთ და გადაგვარების თავსმოხვეული მცდელობა ჩვენთვის მიუღებელია“, - აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ 3 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, საპატრიარქო მიმართავს მოსახლეობას, მშვიდობიანად დააფიქსირონ პროტესტი და „არ აჰყვნენ ძალადობრივი კონფრონტაციისათვის მიზანმიმართულ პროვოკაციას“.

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ